1. შეფასების მიზანია არასრულწლოვანის ბიო-ფსიქო-სოციალური ასპექტების, სტატიკური და დინამიკური ფაქტორების ანალიზის საფუძველზე არასრულწლოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შეფასება და კეთილდღეობის საჭიროებების იდენტიფიცირება, აგრეთვე იმის ანალიზი, თუ რამდენად არის განპირობებული არასრულწლოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა მისი, მისი ოჯახური და სოციალური გარემოთი და მათ წინაშე არსებული კეთილდღეობის საჭიროებებით.

2. შეფასების ფორმა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

ა) ნაწილი I (ინფორმაცია მიმართვისა და გამოყენებული წყაროების შესახებ);

ბ) ნაწილი II (ზოგადი ინფორმაცია არასრულწლოვანის შესახებ);

გ) ნაწილი III (სტატიკური ფაქტორები);

დ) ნაწილი IV (დინამიკური ფაქტორები);

ე) ნაწილი V (შემაჯამებელი შეფასება);

ვ) ნაწილი VI (გადამისამართება/უწყებათაშორისი კოორდინაცია