1. აკრედიტაციის ციკლი მოიცავს აკრედიტაციის მინიჭებიდან მოქმედების 4-წლიან პერიოდს, მაგრამ არაუმეტეს 48 თვისა. აკრედიტაციის მინიჭების თარიღად ითვლება აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი.

2. აკრედიტირებული შშო-ს აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით, აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირის ყოველწლიურ შეფასებას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში – არაგეგმურ შეფასებას.

3. აკრედიტაციის ციკლის პროგრამა, რომელიც მზადდება თითოეული შშო-სთვის ინდივიდუალურად, უნდა მომზადდეს იმგვარად, რომ აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში მოიცვას აკრედიტაციის სფერო სრულად, მენეჯმენტის სისტემის შეფასებისა და ადგილზე შეფასების ჩათვლით. აკრედიტაციის ციკლის პროგრამის მომზადების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შშო-ს მენეჯმენტის სისტემა და შშო-ს საქმიანობის სპეციფიკა. აკრედიტაციის ციკლის პროგრამა დგება პირველადი აკრედიტაციის გაცემის დროს და მასში ცვლილებები ხორციელდება განხორციელებული შეფასებების შედეგებისა და სხვა აუცილებელი პირობების გათვალისწინებით.

4. აკრედიტაციის ციკლის პროგრამა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მოიცვას მთელი აკრედიტაციის სფერო (აკრედიტაციის მოწმობის დანართის შესაბამისად) მენეჯმენტის სისტემის ჩათვლით. აკრედიტაციის ციკლის პროგრამის მომზადების მოთხოვნები თითოეული სფეროს აკრედიტაციის ციკლის პროგრამისათვის განსაზღვრულია აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის დოკუმენტებში. შშო-ს აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით, მომზადებული აკრედიტაციის ციკლის პროგრამა უნდა მოიცავდეს მენეჯმენტის სისტემის სულ მცირე შემდეგ ელემენტებს: შიდა აუდიტი, მენეჯმენტის გადახედვა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შეფასება.

5. შესაბამისობის შეფასების განხორციელების დროს შშო უწყვეტად უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის მოთხოვნებს იმ სფეროში, რომელშიც აქვს მიღებული აკრედიტაცია. თუ შშო-ს 2 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია სამუშაოები რომელიმე აკრედიტირებულ სფეროში, შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის გამო, ამ სფეროში შშო-ს კომპეტენციის დასადასტურებლად, მის მიერ უზრუნველყოფილი  უნდა იქნეს შემფასებელთა ჯგუფისთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა (მაგ. მოდელირებული შეფასება და ა.შ.).

6. როგორც პირველადი შეფასების დროს, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების პერიოდში აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან განხორციელებული შეფასება მოიცავს დოკუმენტების გადახედვას, ადგილზე შეფასებას, განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების გადამოწმებას და ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების გადახედვას. აკრედიტაციის შენარჩუნება იგეგმება, ხორციელდება და ანგარიშის მომზადება ხდება ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც  აკრედიტაციის მინიჭებისათვის პირველადი შეფასების დროს. პირველადი აკრედიტაციის მინიჭებისაგან განსხვავებით არ ხორციელდება წინასწარი შეფასების შეთავაზებ