1. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა კრედიტებით უნდა იყოს გაანგარიშებული.

3. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე;

ბ) ამ კანონის შესაბამისად, ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

6. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულმა პირმა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი/მხოლოდ ის მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვ