1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისას გამოიყენება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია პრაქტიკით ან სტაჟირებით, აგრეთვე სასწავლო საწარმოში სწავლისას.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევა შესაძლებელია იმიტირებულ სამუშაო გარემოში − საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესსა და პირობებს სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.

5. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოებ