1. რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.
2. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი/დიპლომები.
3. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.
4. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
5. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში ეთვლება.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.05.2024 კანონი №4162
წინა რედაქცია (09.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა 1. რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. 2. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი/დიპლომები. 3. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო. 4. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 5. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში ეთვლება.