1. პროფესიის სტანდარტი/პროფესიის სტანდარტები არის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის საფუძველი.
2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი.
21. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს ან შემუშავდეს აღნიშნული უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
3. პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.
5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, მიიღოს ახალი პროფესიული სტუდენტები.
7. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, ამ პროგრამის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ აღნიშნული პროგრამის შეცვლამდე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის განხორციელების შესახებ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.05.2024 კანონი №4162
წინა რედაქცია (09.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. პროფესიის სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და მოდული 1. პროფესიის სტანდარტი/პროფესიის სტანდარტები არის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის საფუძველი. 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი. 21. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს ან შემუშავდეს აღნიშნული უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს სამინისტრო. 5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, მიიღოს ახალი პროფესიული სტუდენტები. 7. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, ამ პროგრამის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ აღნიშნული პროგრამის შეცვლამდე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის განხორციელების შესახებ.