1. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული შშო-ბის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ისო/იეკ 17011:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს აკრედიტებულ შშო-ბის რეესტრს და დაინტერესებული პირების წერილობითი მომართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას. აკრედიტაციის ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე – www.gac.gov.ge განათავსებს აკრედიტაციის სქემების შესახებ სრულ ინფორმაციას, აკრედიტებული შშო-ბის ნუსხას (შესაბამისი სფეროების მითითებით) და ასევე, იმ შშო-ბის ნუსხას, რომლებსაც შეუჩერდათ, გაუუქმდათ, გაუფართოვდათ და შეუმცირდათ აკრედიტაცია/აკრედიტაციის სფერო.

2. აკრედიტაციის ცენტრი, საკუთარ ვებგვერდზე ასევე აქვეყნებს შესაბამის პოლიტიკებსა და ინსტრუქციებს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაშ