1. საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად, აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორია (შშო) უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.

2. წინამდებარე საკ-ის შესაბამისად აკრედიტებული შშო, რომელიც გამოცდის ან დაკალიბრების საქმიანობის გარდა ახორციელებს სხვა საქმიანობას, მათ შორის, დაკალიბრებას ან გამოცდას დაქვემდებარებული ობიექტის წარმოებას, გაყიდვას, სერტიფიკაციას, ინსპექტირებას, პროექტირებას და ა.შ., სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია მოახდინოს საქმიანობის მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ობიექტურობის და არადისკრიმინაციული მიდგომის დემონსტრირება, იმისათვის, რომ სხვა საქმიანობამ ზიანი არ მიაყენოს გამოცდის და/ან დაკალიბრების შედეგებს.

3. წინამდებარე საკ-ის შესაბამისად აკრედიტებული შშო-ს მიერ მომზადებული პროცედურები და პოლიტიკა, რომლის შესაბამისად, შშო ახორციელებს საქმიანობას, უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს  შშო-ს მიუკერძოებლობლობასა და დამოუკიდებლობაზე, მათ შორის, საკუთრების ფორმა და ინტერესები, ორგანიზაციული სტრუქტურა და მენეჯმენტი, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ფინანსური საკითხები, პერსონალი და სხვა.

4. წინამდებარე საკ-ის შესაბამისად აკრედიტებული საგამოცდო ან/და საკალიბრო ლაბორატორია საქმიანობას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნების შესაბამისა