1. საქართველოს კანონმდებლობისა და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებული სამედიცინო ლაბორატორია (შშო) უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.

2. აკრედიტებული სამედიცინო ლაბორატორია (შშო) საქმიანობას უნდა წარმართავდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად,  სსტ ისო 15189:2012/2015-ის მოთხოვნების შესაბამისად.

3. შშო-მ, რომელიც სამედიცინო გამოცდის გარდა ახორციელებს სხვა საქმიანობას, მათ შორის, მის აკრედიტაციის სფეროში შემავალი ობიექტების წარმოებას, გაყიდვას, სერტიფიკაციას, ინსპექტირებას, პროექტირებას, და ა.შ., სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოახდინოს საქმიანობის მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ობიექტურობის და არადისკრიმინაციული მიდგომის დემონსტრირება, იმისათვის რომ სხვა საქმიანობამ ზიანი არ მიაყენოს შედეგებს.

4. აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად შშო-ს მიერ შემუშავებული პროცედურები და პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მიუკერძოებლობებზე და დამოუკიდებლობაზე, მათ შორის, საკუთრების ფორმა და ინტერესები, ორგანიზაციული სტრუქტურა და მენეჯმენტი, ფინანსური დამოუკიდებლობა, პერსონალი და სხვ.

5. აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებულმა შშო-მ აკრედიტაციის ციკლის პერიოდში მუდმივად უნდა განაახლოს ინფორმაცია, მათ შორის, საქამიანობაში გამოყენებული სტანდარტებისა და გამოცდის მეთოდების შესახებ, ასევე, მონაცემები და გეგმა-გრაფიკი საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და ლაბორატორიათაშორის გამოცდებში მონაწილეობის შესახებ.

6. ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებულ შშო-ს ასევე უნდა გააჩნდეს გაზომვის განუსაზღვრელობის განსაზღვრის პროცედურა და დეკლალირებული მიდგომა გაზომილი რაოდენობრივი მნიშვნელობების შედეგების ინტერპრეტაციის მიზნი