1. წინამდებარე საკ 1.4:2020 შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს პროდუქტის, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციისათვის.

2. დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის პროცედურებს შშო-ებისათვის, სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად.

3. პროდუქტის, მომსახურებისა და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის ზოგადი პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2020-ით „აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები