1. საქართველოს კანონმდებლობისა და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებული შშო – პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.

2. აკრედიტებულმა პერსონალის სერტიფიკაციის ორგანომ საქმიანობა უნდა წარმართოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 მოთხოვნების შესაბამისად.

3. აკრედიტებულმა პერსონალის სერტიფიკაციის ორგანომ აკრედიტაციის სფეროში შეტანილი სტანდარტის და ნორმატიული დოკუმენტების გარდა, რომლის მიხედვითაც ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას, ასევე უნდა მიუთითოს ის სერტიფიკაციის სქემები და პროცედურები, რომლებსაც იგი გამოიყენებს აკრედიტებულ საქმიანობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაშ