1. ამ წესების და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებული შშო – აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.

2. ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკედიტებულმა შშო-მ საქმიანობა უნდა წარმართოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016 მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებულმა შშო-მ აკრედიტაციის სფეროში შეტანილი სტანდარტის და ნორმატიული დოკუმენტების გარდა, რომლის მიხედვითაც ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას, ასევე უნდა მიუთითოს ის სერტიფიკაციის სქემები ან მოდულები, სისტემები და პროცედურები, რომლებსაც იგი გამოიყენებს აკრედიტებულ საქმიანობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაშ