1. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები, დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, იყოფა A, B, C ტიპის ინსპექტირების ორგანოებად, კერძოდ:
ა) A ტიპი – ინსპექტირების ორგანო, რომელიც ახორციელებს მხოლოდ მესამე მხარის ინსპექტირებას (მესამე მხარის ინსპექტირების ორგანო);
ბ) B ტიპი – ინსპექტირების ორგანო, რომელიც ახორცილებს პირველი მხარის ან/და მეორე მხარის ინსპექტირებას. ასეთი ინსპექტირების ორგანო წარმოადგენს ორგანიზაციის ცალკეულ ან განსაზღვრულ ნაწილს და ჩართულია ინსპექტირების ობიექტის დიზაინის, წარმოების, მიწოდების, ინსტალაციის, გამოყენების, შენახვის, მომსახურების პროცესში და საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შიდა ორგანიზაციული მოთხოვნებისათვის;
გ) C ტიპი – ინსპექტირების ორგანო, რომელიც ახორცილებს პირველი მხარის ან/და მეორე მხარის ინსპექტირებას. ამასთან, ასეთი ინსპექტირების ორგანო შეიძლება წარმოადგენდეს ორგანიზაციის გარკვეულ ნაწილს და ჩართული იყოს ინსპექტირების ობიექტის დიზაინის, წარმოების, მიწოდების, ინსტალაციის, გამოყენების, შენახვისა და მომსახურების პროცესში. ასეთ ინსპექტირების ორგანოს შეუძლია მომსახურება მიაწოდოს იმ ორგანიზაციას, რომლის ნაწილისაც წარმოადგენს თვითონ ინსპექტირების ორგანო ან/და სხვა ორგანიზაციას.
2. აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, რომლის საქმიანობა ასევე მოიცავს გამოცდის ჩატარებასაც, როგორც ინსპექტირების ნაწილს, ასეთი ინსპექტირების ორგანო უნდა შეფასდეს სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 „შესაბამისობის შეფასება-მოთხოვნების ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისადმი“ სტანდარტის შესაბამისად და ამავე დროს, მან უნდა დააკმაყოფილოს „სსტ ისო/იეკ 17025:2010 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“-ს სტანდარტის შესაბამისი მოთხოვნები.
3. შშო-ს პროცედურები და პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, მათ შორის, საკუთრებას, ორგანიზაციულ სტრუქტურას, მენეჯმენტს, პერსონალს, ფინანსებს, საერთო რესურსებს და სხვა.
4. აკრედიტებული A ტიპის ინსპექტირების ორგანო საქმიანობას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, იმისათვის რომ დააკმაყოფილოს სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 და აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი სავალდებულო დოკუმენტების მოთხოვნები.
5. აკრედიტებული A ტიპის ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა მონაწილეობდეს აკრედიტაციის სფეროში მითითებული ინსპექტირების ობიექტის პროექტირების, წარმოების, მიწოდების, დამონტაჟების, შეძენის, გამოყენების ან ტექნიკური უზრუნველყოფის საქმიანობაშ