1. წინამდებარე წესი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოსა და აკრედიტაციის სიმბოლოს ფორმას, შინაარსს და მათი გამოყენების პირობებს. იგი ასევე განსაზღვრავს აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების წესს აკრედიტებული შშო-სათვის აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში.

2. წინამდებარე წესის შემუშავებისას გათვალისწინებულია სსტ ისო/იეკ 17011:2017/2018-ის მოთხოვნები.

3. აკრედიტებული შშო-ები იყენებენ აკრედიტაციის სიმბოლოს, იმის დემონსტრირებისათვის, რომ მათი კომპეტენტურობა აღიარებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკ 1.1:2020-ის შესაბამისა