1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოსა და აკრედიტაციის სიმბოლოს ფორმა და განზომილებიანი პროპორციები მოცემულია აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დანართ №1-ში.
2. წინამდებარე საკ 1.9:2020-ის შესაბამისად დამტკიცებული აკრედიტაციის ცენტრის ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო გამოყენებული უნდა იქნეს, მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის თანხმობით, დამტკიცებული ფორმითა და პროპორციების დაცვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნებადართულია აკრედიტაციის სიმბოლოს მხოლოდ ისეთი აღწარმოება, რომელიც საიმედოდ უზრუნველყოფს დანართ №1-ში განსაზღვრულ ფორმას და ფერს. აკრძალულია ლოგოსა და სიმბოლოს დამახინჯება ან მათი გამოყენება აკრედიტებული სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.
4. დანართ №1-ში მითითებული აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს და აკრედიტაციის სიმბოლოს ყველა ვერსია წარმოადგენს მხოლოდ სახელმძღვანელოს და არ არის განკუთვნილი კოპირებისა და სკანირებისათვის. აკრედიტაციის სიმბოლოს აღწარმოების შაბლონები და აღნიშნული სიმბოლოების ელექტრონული ფორმები ინახება აკრედიტაციის ცენტრში.
5. თუ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შშო ასევე არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით სხვა (უცხოური) აკრედიტაციის ორგანოს მიერ აკრედიტებული, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ამ უკანასკნელის აკრედიტაციის სიმბოლო საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის სიმბოლოს შემდეგ.
6. ლოგოსთვის გამოყენებული შრიფტის ტიპია Times New Roman. აკრედიტაციის სიმბოლოში გამოყენებული შრიფტის ტიპი არის Arial.
7. ლოგო და სიმბოლო შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
- ფერადი
- მონოქრომული – მონოქრომული ვერსიის გამოყენებისას რეკომენდებულია შავი და თეთრის გამოყენება
8. ლოგოს ფერის ვერსია:
- ემბლემა არის ლურჯი ფერის, ვერცხლისფერი ვარსკვლავით
- ლოგოს სახელის აბრივიატურა „საკ GAC“ არის ლურჯი
9. ლოგოს მონოქრომული ვერსია:
- ემბლემა კონტურის (ხაზის) ფორმაშია
- ტრიკოლორი დამზადებულია კონტურული ხაზებით, ქვედა ზოლის შევსება მონოქრომული ფერისაა
10. აკრედიტაციის სიმბოლოს ფერადი ვერსია:
- სიმბოლო არის ლურჯი ფერის ვერცხლისფერი ვარსკვლავებით
- ლოგოს სახელის აბრივიატურა „საკ GAC“ არის ლურჯი
- სარეგისტრაციო ნომერი შავი ფერისა
- სარეგისტრაციო სტანდარტი შავი ფერისა
CMYK
RGB
PANTONE
თეთრი
0-0-0-0
255-255-255
გამჭვ., თეთრი
ლურჯი
100-80-0-0
0-49-131
288 C
ვერცხლისფერი
2-1-0-33
167-169-171
413 C
შავი
100-100-100-100
0-0-0
შავი C
11. აკრედიტაციის სიმბოლოს სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს აკრედიტებული შშო-ს ლოგოს სიმაღლეს. აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის სიმბოლო და ლოგო ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე სახით, ორივე შავში და თეთრში ან ორივე ფერადში.
12. ლოგო და სიმბოლო ყველა დოკუმენტში შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო განუყოფელია, მათი აღწარმოება უნდა მოხდეს მთლიანად. ლოგოსა და სიმბოლოს ირგვლივ მინიმალური დაცული ზონა არის 5 მილიმეტრ