1. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება შეუძლია მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შშო-ს.

2. აკრედიტებულ შშო-ს უფლება აქვთ გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო იმ დოკუმენტებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია აკრედიტებულ მომსახურებასთან, როგორიცაა დაკალიბრების სერტიფიკატები, გამოცდის ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ინსპექტირების ოქმები/სერტიფიკატები.

3. აკრედიტებული შშო-ები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მომხმარებლის წინაშე აკრედიტაციის სიმბოლოსა და ტექსტური მითითებების სწორ გამოყენებაზე.

4. თუ აკრედიტებული შშო საქმიანობს რამდენიმე ლოკაციაზე, რომელთაგან ერთი მაინც არ არის აკრედიტებული, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება გამოიყენება მხოლოდ აკრედიტებულ ლოკაციაზე.

5. თუ შშო აკრედიტებულია თავისი საქმიანობის მხოლოდ ნაწილში, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმიანობაზე.

6. აკრედიტებული შშო-ს მიერ გაცემულ სერტიფიკატებსა და გამოცდის ოქმებში, ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებში, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ აკრედიტებულ შედეგებთან ერთად ასახავენ არააკრედიტებულ შედეგებს, ასეთი შედეგების გასწვრივ უნდა იყოს გაკეთებული მითითება/შენიშვნა/ „ამ შედეგებზე არ ვრცელდება აკრედიტაცია