1. აკრედიტებული მენეჯმენტის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულმა ორგანიზაციებმა შეიძლება გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე სერტიფიკაციის ორგანოს ლოგოსთან ერთად, მხოლოდ სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში.

2. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მომხმარებლებს შეუძლიათ გამოსახონ აკრედიტაციის სიმბოლო აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად სერტიფიცირებულ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე, აუცილებლად სერტიფიკაციის ორგანოს ლოგოსთან ერთად.

3. აკრედიტებული ლაბორატორიების მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ ლაბორატორიის აკრედიტებულ სტატუსზე მხოლოდ მათ სარეკლამო მასალებზე. ასეთ შემთხვევაში, აკრედიტებულ ლაბორატორიებს უნდა გააჩნდეთ შიდა პოლიტიკა და პროცედურები მომხმარებლის მიერ მათი ლოგოს, აკრედიტაციის სიმბოლოსა და აკრედიტაციაზე ტექსტური მითითების გამოყენებასთან დაკავშირებით. აკრედიტებული ლაბორატორიების მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე მხოლოდ ლაბორატორიის ლოგოსთან ერთად.

4. აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების მომხმარებლებს არ აქვთ აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლოს გამოყენების უფლება. თუმცა, მათ შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი სტატუსის დემონსტრირება სერტიფიკატით, რომელსაც გასცემს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგან