1. აკრედიტებულმა შშო-მ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე www.gac.gov.ge

2. შშო-მ აკრედიტაციის სიმბოლო უნდა გამოიყენოს იმ დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათი აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან/საქმიანობასთან.

3. რეკომენდებულია აკრედიტაციის სიმბოლო დატანილი იყოს დოკუმენტის მარჯვენა ზედა კუთხეში.

4. აკრედიტაციის სიმბოლო არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ პირობებში, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს კლიენტი/მომხმარებელი აკრედიტებული სტატუსის შესახებ.

5. აკრედიტებული შშო-ები პასუხისმგებელნი არიან აკრედიტაციის სიმბოლოს მართებულ გამოყენებაზე.

6. აკრედიტებულ შშო-ს შეუძლია აკრედიტაციის სიმბოლო დაიტანოს ოფიციალურ ბლანკზე ან სარეკლამო მასალაზე.

7. აკრედიტაციის სიმბოლოს და აკრედიტაციის შესახებ ტექსტური მითითებების გამოყენება დაშვებულია სარეკლამო მასალებსა და პუბლიკაციებში, რომლებიც სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც უკავშირდება შშო-ს აკრედიტებულ სფეროში საქმიანობას.

8. აკრედიტაციის სიმბოლოს შშო-ს კომერციულ დოკუმენტებზე გამოყენების შემთხვევაში, როგორებიცაა ფასები და წინადადებები (მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ჩათვლით), ნათლად და ერთმნიშვნელოვად იდენტიფიცირებადი უნდა იყოს, თუ რომელი მომსახურება/საქმიანობა არის აკრედიტებული და რომელი არა.

9. თუ შეთავაზება ეხება მხოლოდ არააკრედიტებულ მომსახურებას/საქმიანობას და აღნიშნული წარმოდგენილია ბლანკიან ფურცელზე, რომელზეც დატანილია „აკრედიტაციის სიმბოლო“ ასეთი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მკაფიო და გარკვევით მოცემულ მითითებას განცხადების სახით, რომ „ეს შეთავაზება ეხება მომსახურებას, რომელსაც არ მოიცავს აკრედიტაციის სფერო“.

10. თუ ანგარიშებში, სეტიფიკატებში და ა.შ., რომლებიც მოიცავენ არააკრედიტებულ შედეგებს და მათ თანმხლებ წერილზე დატანილია აკრედიტაციის სიმბოლო, ან მითითება აკრედიტაციაზე, ასეთი წერილი უნდა შეიცავდეს მითითებას განცხადების სახით, რომ „თანდართული შედეგები/ანგარიშები/დაკალიბრების ცხრილები/სერტიფიკატები და ა.შ. არ არის აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში“.

11. აკრედიტაციის სიმბოლო ან მითითება შშო-ს აკრედიტებულ სტატუსზე არ უნდა იყოს გამოყენებული შშო-ს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე.

12. თუ აკრედიტებულ ორგანოს სურს გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო, ან ტექსტობრივი მითითება აკრედიტაციაზე, სხვა გზით, ვიდრე წინამდებარე წესშია მოცემული, ასეთი მიდგომის დანერგვამდე, მან უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს და მიიღოს  წერილობითი თანხმობ