1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო წარმოადგენს საქათველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სიმბოლოს.
2. აკრედიტაციის ლოგოს აღწერა: 9 ვერცხლისფერ ვარსკლავს შორის მოთავსებულა ლურჯი ფარგალი, რომელიც ასოცირდება სიზუსტესთან. ფარგლის შუაში დატანილია აკრედიტაციის ცენტრის დასახელება ქართული და ინგლისური შემოკლებებით „საკ“ და „GAC”.
3. აკრედიტაციის ცენტრმა თავის საქმიანობაში უნდა გამოიყენოს ამ წესის შესაბამისად დამტკიცებული აკრედიტაციის ცენტრის ლოგო.
4. აკრედიტაციის ცენტრის პერსონალმა სამსახურებრივი მიზნებისათვის უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის ცენტრის ლოგო.
5. აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაცემული ან/და მომზადებული დოკუმეტები, მათ შორის, აკრედიტაციის მოწმობები, კორესპოდენციების ბლანკები, ფორმები და შეფასების ანგარიშები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, უნდა ატარებდეს ამ წესების შესაბამისად დამტკიცებულ აკრედიტაციის ლოგო