1. აკრედიტებული შშო-ების რეესტრში  რეგისტრაციას, შშო-ბის რეესტრიდან ამოღებას, რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას და სხვა პროცედურებს აწარმოებს და მის სისწორეზე პასუხისმგებელია აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური.

2. რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებულ პირებს უზრუნველყოფს შესაბამიის საჯარო ინფორმაციის მიწოდებით აკრედიტებული შშო-ების შესახებ.

3. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების გამოქვეყნებას აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე.

4. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული ფორმით აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დანართ №2-ის შესაბამისად.

5. დანართი №2-ით დამტკიცებულ ფორმაში შენიშვნის გრაფაში მიეთითება აკრედიტებული შშო-ების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მაგ: აკრედიტაციის ნაწილობრივ ან მთლიანი შეჩერება, გაუქმება, გაფართოება (დამატებით სფეროში აკრედიტაცია), შემცირება, ასევე აკრედიტაციის ვადის ამოწურვა, აკრედიტაციის მოწმობის ნომრის შეცვლ