1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები სსა-ების რეესტრი იწარმოება შემოსავლების სამსახურის მიერ.

2. რეესტრი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი სსა-ის მოდელის ნიმუშის (შემდგომში _ ტიპის ნიმუში) შესახებ მონაცემების ერთობლიობას (დანართი №3).

3. რეესტრის წარმოება გულისხმობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) საფუძველზე კონკრეტული სსა-ების მოდელის შესახებ ამ თავით განსაზღვრული მონაცემების შეტანას, ვადის გაგრძელების თაობაზე ცვლილებების განხორციელებას ან მონაცემთა ამოღებას რეესტრიდან.

4. რეესტრი იწარმოება სსა-ის ყოველი მოდელის შესახებ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მათთან წარდგენილი კონკრეტული სსა-ის (საქარხნო ნომრის და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემების მითითებით) მოდელის შესაბამისობა მის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ თავით დადგენილ მოთხოვნებთან.

5. რეესტრში შეტანილ სსა-ის ყოველ მოდელზე დგება საინფორმაციო ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები სსა-ის სახელწოდების, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, გამოყენების სფეროს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოების (შეტანის, შეცვლის, ამოღების) თაობაზე, ინფორმაცია მწარმოებლებზე, განმცხადებლებზე და რეესტრში ყოფნის ვადაზე (დანართი №4).

6. საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული და გადასახადის გადამხდელების მიერ გამოსაყენებელი ყველა სსა-ის მოდელი ფუნქციონალურ-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ამ მოდელის ტიპის ნიმუშის მიხედვით დაფიქსირებული ტექნიკურ-ფუნქციონალურ მონაცემებს.

7. რეესტრში სსა-ის მოდელის შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით შეიძლება მიმართოს:

ა) სსა-ების ადგილობრივმა და უცხოურმა მწარმოებელმა;

ბ) პირებმა, რომლებიც ეწევიან ან აპირებენ სსა-ების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში და ამ მიზნით სსა-ის მწარმოებელთან გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება.

8. განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) მომწოდებლის დასახელება, მისამართი და ტელეფონი;

ბ) სსა-ის მოდელის დასახელება;

გ) სსა-ის მწარმოებელი ქარხნის დასახელება, მისამართი და ტელეფონი.

9. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) „სააგენტოს” მიერ დალუქული სსა-ის მოდელი, რომელზედაც „სააგენტოს” მიერ გაცემულია შესაბამისი დასკვნა და ის გამიზნულია ტიპის ნიმუშად;

ბ) ტიპის ნიმუშში ჩაწერილი პროგრამა (ვერსიის მითითებით) ელექტრონულ მატარებელზე;

გ) ფორმირებადი ჩეკების ნიმუშები;

დ) ტექნიკური პასპორტი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც შეიცავს სსა-ის მოდელის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების აღწერასა და საგარანტიო ვალდებულებებს. სსა-ის სარეკლამო პროსპექტი;

ე) საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (სსა-ის მომხმარებლის სახელმძღვანელო);

ვ) დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს სსა-ის მოცემული მოდელის წარმოების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას (შესაბამისი ხელშეკრულება ან/და წარმოების ტექნიკური მონაცემები), სსა-ის კონკრეტული მოდელის მწარმოებლის მიერ განმცხადებლისათვის მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე განმცხადებელს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ განახორციელოს ან ორგანიზება გაუწიოს სხვა საწარმოების მიერ ამ მოდელის მიმართ განსახორციელებელ ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს;

ზ) სსა-ის ამ კონკრეტულ მოდელზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დასაბუთებას საქართველოს ტერიტორიაზე;

თ) „სააგენტოს” მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი სსა-ის ამ კონკრეტული მოდელის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმეტები არასრულია ან არასრულყოფილია (მათ შორის, დაუსაბუთებელია საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის საკითხი), მაშინ შემოსავლების სამსახური განცხადების მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის თაობაზე.

11. რეესტრში სსა-ის მოდელის შეტანის საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სსა-ების კონკრეტული მოდელის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დონეს;

ბ) კონკრეტული საქმიანობის სფეროში აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ამ მოდელის ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების შესაბამისობას.

12. სსა-ის მოდელი რეესტრში შეიტანება 3 წლის ვადით. რეესტრში შეტანილ მოდელზე პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის შეცვლა იწვევს მისი რეესტრში თავიდან შეტანის ვალდებულებას.

13. რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით განმცხადებელი რეესტრში მოდელის ყოფნის ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ორი თვით ადრე მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს სსა-ის მოცემული მოდელის წარმოების ან მიწოდების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (ხელშეკრულება ან/და წარმოების ტექნიკური მონაცემები).

14. შემოსავლების სამსახური განცხადებას სსა-ის მოდელის რეესტრში შეტანის ან რეესტრში ცვლილების განხორციელების თაობაზე, განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა და იღებს გადაწყვეტილებას (გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სსა-ის მოდელის რეესტრში შეტანის, სსა-ის მოდელის ვადის გაგრძელების ან რეესტრიდან ამოღების თაობაზე, რომელიც განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

15. რეესტრში შეტანილი სსა-ის ტიპის ნიმუშები (რომლებიც დალუქული უნდა იყოს „სააგენტოს” და შემოსავლების სამსახურის ლუქებით), ელექტრონულ მატარებელზე არსებული პროგრამა, საინფორმაციო ბარათები და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება შემოსავლების სამსახურში.

16. რეესტრიდან სსა-ის ამოღების საფუძვლებია:

ა) იმ ვადის გასვლა, რა ვადითაც შეტანილი იყო სსა-ის მოდელი რეესტრში;

ბ) სამართალდამცავი ორგანოების მომართვა, რომლითაც დასტურდება, რომ სსა-ის კონკრეტული მოდელიდან მასობრივად აქვს ადგილი ფისკალური მონაცემების კორექტირების ფაქტებს, ხოლო საგადასახადო ორგანოებს არ გააჩნიათ ასეთი აპარატების მიმართ სათანადო კონტროლის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა.

17. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის) საფუძველზე. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემდეგ, საგადასახადო ორგანოების მიერ აღარ ხდება მათი რეგისტრაცია, ხოლო უკვე რეგისტრირებული სსა-ების გამოყენება ნებადართულია გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, სსა-ის მოდელის გამოყენების ვადა შეადგენს არა უმეტეს 3 თვეს.

18. სსა-ის რეესტრში შეტანის, ცვლილების ან ამოღების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

19. რეესტრიდან სსა-ების ამოღების შემთხვევაში ხდება საინფორმაციო ბარათის დახურვა.

დანართი №3

შემოსავლების სამსახური

საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრი

№

საკონტროლო სალარო აპარატების მოდელების დასახელება

პროგრამული უზრუნველყოფის

ვერსია

გამოყენების სფერო

განმცხადებლის

რეესტრში შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

სსა-ის რეესტრში ყოფნის ვადა

ვადის გაგრძელების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

სსა-ის რეესტრში ყოფნის ვადის გაგრძელება

რეესტრიდან ამოღების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრა
-ციულ-სამართლებრივი აქტის

შენიშვნა

დასახელება

საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი

ნომერი

თარიღი

ნომერი

თარიღი

ნომერი

თარიღი

რეესტრიდან ამოღების თარიღი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

დანართი №4

შემოსავლების სამსახური

სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი საინფორმაციო ბარათი

№

საკონტო სალარო აპარატის

მოდელის დასახელება

საეტალონო ნიმუშის

საქარხნო ნომერი

პროგრამული უზრუნველყოფის

ვერსია

რეესტრში შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუა
-ლური ადმინისტრა
-ციულ-სამართლებრივი აქტის

განმცხადებლის

აპარატის მწარმოებელი

განმცხადებლის მიერ სსა-ს მწარმოებელთან (მომწოდებელთან) დადებული ხელშეკრულების

სსიპ “საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ წერილის (დასკვნის)

გამოყენების სფერო

შენიშვნა

ნომერი

თარიღი

დასახელება

საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი

ნომერი

თარიღი

მოქმედების ვადა

ნომერი

თარიღი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15