1. საკონტროლო
-სალარო აპარატების
(შემდგომში
– სსა
) გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ
:
ა
) საქართველოს კანონმდებლობით სსა
-ების ექსპლუატაციის წესების დაცვა
;
ბ
) საქონლის
/მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებელზე სსა
-ის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემა
, რომელიც ადასტურებს საქონლის
/ მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს
.
2. პირის მიერ ჩეკის გაცემა ხდება მისთვის ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან
/და მის მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად
, ხოლო იმ შემთხვევაში
, როცა მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან
, რომელიც არ წარმოადგენს მოლარე
-ოპერატორს
(მაგ
., საზკვების ობიექტში მომსახურე პერსონალი
), მომხმარებელს ჩეკი უნდა გადაეცეს გონივრულ ვადაში
.
3. საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან
:
ა
) აწარმოონ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები სსა
-ების მოდელების სახელმწიფო რეესტრი
(შემდგომში
– რეესტრი
);
ბ
) განახორციელონ სსა
-ების რეგისტრაცია