1. სსა-ის რეგისტრაცია გულისხმობს პირის მიერ სსა-ის შესახებ შესაბამისი მონაცემების დაფიქსირებას საგადასახადო ორგანოში.
2. საგადასახადო ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სსა-ის რეგისტრაციაში გატარებას, ფისკალური მეხსიერების ჩართვას (საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის პაროლის შეტანას), სარეგისტრაციო ბარათების და სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობის გაცემას.
3. რეგისტრაციას ექვემდებარება ის სსა, რომელიც ტექნიკურ-ფუნქციონალურად შეესაბამება რეესტრში შეტანილ სსა-ის ტიპის ნიმუშს.
4. პირმა სსა-ის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით შესაძლებელია მიმართოს _ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს.
5. განცხადებაში მიეთითება
:
ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი;
ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
გ) იურიდიული მისამართი;
დ) საკონტაქტო რეკვიზიტები;
ე) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის მოდელი;
ვ) საქარხნო ნომერი და გამოშვების წელი;
ზ) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა.
6. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის პასპორტი ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) თუ განმცხადებელი წარმოადგენს პირის წარმომადგენელს, მაშინ წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
7. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს
უნდა წარედგინოს ის სსა, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში.
8. თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებენ ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სსა-ის:
ა) მოდელი გატარებულია თუ არა რეესტრში;
ბ) საქარხნო მონაცემები ემთხვევა თუ არა განცხადებაში და განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს;
გ) ჩეკზე შესაძლებელია თუ არა ყველა სიტყვიერი ჩანაწერის ფორმირება ქართულ ენაზე.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ხდება ამ კონკრეტული სსა-ის რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას (პაროლის შეყვანას) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში სსა-ის სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას (დანართი №7).
10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, განმცხადებელს უკან უბრუნებს სსა-ს და მის პასპორტს (მის შემცველ ანალოგიურ დოკუმეტს) და გადასცემს სსა-ის სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №5), რომელიც პირმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია.
11. რეგისტრირებული სსა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის ფაქტობრივი მისამართი დაფიქსირებულია საგადასახადო ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემებში. რამდენიმე ობიექტის არსებობის შემთხვევაში, სსა უნდა დარეგისტრირდეს თითოეული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით ცალ-ცალკე.
12. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ, პირი განცხადებით აცნობებს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს.
13. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის საგადასახადო ორგანოს, პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი. საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხდება წარმოდგენილ სსა-ზე აღნიშნული საქარხნო მონაცემების შედარება განცხადებაში დაფიქსირებულ მონაცემებთან, რის შემდეგ ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა. ამის შემდეგ, მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და პირს, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №6), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის და გაუნაშთავი ჯამის შესახებ.
14. სსა-ის რეგისტრაციის (მათ შორის, რეგისტრაციდან მოხსნის) შესახებ ინფორმაცია აისახება მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში. აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზიდან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველწლიურად (არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა) უნდა იქნეს ამობეჭდილი, აკინძული (ზონარგაყრილი) და დამოწმებული შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბეჭდით, შემდგომში არქივში შენახვის მიზნით.
15. განცხადებასა ან თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო წყვეტს სსა-ის რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურებს, რის შესახებაც განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს განმცხადებელს.
16. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემთხვევაში, სსა-ის გამოყენებისათვის ნებადართული საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლისთანავე, საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირებული აღნიშნული სსა-ის მოდელი ითვლება რეგისტრაციიდან (აღრიცხვიდან) მოხსნილად.
დანართი #5
საკონტროლო
-
სალარო
აპარატის
სარეგისტრაციო
ბარათი
#
(
მოდელის
დასახელება
)
1.
საკონტროლო
-
სალარო
აპარატი
2.
საქარხნო
ნომერი
(
პირის
დასახელება
/
სახელი
და
გვარი
,საიდენტიფიკაციო
/
პირადი
ნომერი
)
3.
კუთვნილება
(
საგადასახადო
ორგანოს
დასახელება
)
4.
რეგისტრირებულია
(
რიცხვი
,თვე
,წელი
)
5.
საკონტროლო
-
სალარო
აპარატის
რეგისტრაციის
თარიღი
(
ფაქტ
ობრივი
მისამართი
)
6.
გამოყენება
ნებადართულია
(
სახელი
,გვარი
) (
ხელმოწერა
)
საგადასახადო
ორგანოს
უფლებამოსილი
პირები
:
ბ
.
ა
დანართი #6
ც
ნ
ო
ბ
ა
#
საკონტროლო
-
სალარო
აპარატის
რეგისტრაციიდან
მოხსნის
შესახებ
20
წ
.
(
რიცხვი
,თვე
,წელი
)
ცნობის
გაცემის
თარიღი
ცნობა
ეძლევა
(
პირის
დასახელება
/
სახელი
და
გვარი
,საიდენტიფიკაციო
/
პირადი
ნომერი
)
(
მოდელის
სახელწოდება
და
საქარხნო
ნომერი
)
მასზე
,რომ
მისი
კუთვნილი
საკონტროლო
-
სალარო
აპარატი
(
ფაქტ
ობრივი
მისამართი
)
(
მაჯამებლის
მაჩვენებლის
ფიქსაცია
ციფრობრივად
და
სიტყვიერად
)
რომელიც
გამოიყენებოდა
რომლის
გაუნაშთავი
ჯამის
მონაცემებია
(
ციფრობრივად
,სიტყვიერად
)
და
`
Z
~
ანგარიშის
#
(
საგადასახადო
ორგანოს
დასახელება
)
მოხსნილია
რეგისტრაციიდან
(
რიცხვი
,თვე
,წელი
)
რეგისტრაციიდან
მოხსნის
თარიღი
საგადასახადო
ორგანოს
(
სახელი
,გვარი
) (
ხელმოწერა
)
უფლებამოსილი
პი
რები
:
ბ
.
ა
დანართი №7
საკონტროლო-სალარო აპარატის
რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის მონაცემები
№
პირის დასახელება
სამართლებრივი ფორმა
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი
საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი
საკონტროლო-სალარო აპარატის კოდი
საქარხნო ნომერი
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ფაქტობრივი მისამართი
საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათის ნომერი
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის თარიღი
გაუნაშთავი ჯამის მონაცემები
„Z“ ანგარიშის ნომერი
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის ნომერი
რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი
რეგისტრაციაზე/რეგისტრაციიდან მოხსნაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15