1. დათვალიერება წარმოებს პირის ტერიტორიის ან/და შენობა-ნაგებობის გარე და შიდა სივრცის ვიზუალური დათვალიერების გზით.

2. დათვალიერება ტარდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დათვალიერების განხორციელებამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დათვალიერების ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისგან ცნობის სახით მიიღოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ადგილების მდებარეობის, ფართის მფლობელის, აგრეთვე სსა-ების, მრიცხველების ან სხვა ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დათვალიერების პროცედურის განხორციელებისათვი