1. საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული უნდა იქნეს, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მოცემული პერიოდისთვის სმფ-ების
ნაშთის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 კალენდარულ დღეს. გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ეს ვადა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ აღირიცხება კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შესაძლებელია 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, დროის პერიოდად განისაზღვროს გადასახადის გადამხდელისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდგომ მომდევნო ფაქტობრივი სამუშაო დღის დაწყების დრო.
3. გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელი ვალდებულია შექმნას ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის სათანადო პირობები.
4. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის ბრძანება ან საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ გადაეცემათ კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, ასევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირ