1. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ინვენტარიზაციისას შედგენილი ოქმები, დაუყოვნებლივ გადაეცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი არ არის საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, მის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის შედგენილ ოქმებზე ხელმოწერით დასტურდება, მხოლოდ ამ ოქმების მისთვის გადაცემის ფაქტი.
3. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსახორციელებელ სმფ-ების
ინვენტარიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სმფ-ების
ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა;
ბ) სმფ-ების
ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა;
გ) ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გამოყვანა.
4. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტების და ფაქტობრივი მდგომარეობის (ნაშთების) შემოწმების დაწყებამდე, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს დამხმარე სათავსოები, სარდაფები და ფასეულობათა შენახვის ის ადგილები, რომლებსაც ცალკე შესასვლელ-გასასვლელი აქვთ;
ბ) შეამოწმოს ზომა-წონის საზომი ყველა ხელსაწყოს ვარგისიანობა;
გ) მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სმფ-ების
ინვენტარიზაციის დაწყების პერიოდისათვის არსებულ მდგომარეობას. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის მიერ;
დ) საწარმოში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში;
ე) გადაამოწმოს საწარმოში სმფ-ების
შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საინვენტარიზაციო აღრიცხვებში აღმოჩენილი შეცდომები და მათი დადასტურების შემთხვევაში გაასწოროს ისინი.
5. საინვენტარიზაციო კომისია პასუხს აგებს:
ა) ინვენტარიზაციის პროცედურის დადგენილ ვადაში ჩატარებასა და წესების დაცვაზე;
ბ) საინვენტარიზაციო აღრიცხვებში სმფ-ების
შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე;
გ) საინვენტარიზაციო აღრიცხვებში სმფ-ების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე;
დ) ინვენტარიზაციის შედეგების დადგენილ ვადაში და სწორად გაფორმებაზე.
6. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა) შესრულების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების და სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის შედეგების გამოყვანა და შეჯამებ