1. ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.

2. ინვენტარიზაცია ტარდება, მხოლოდ ისეთი სმფ-ების სახეობების მიმართ, რომელთა დასაწყობება და შესაბამისად, დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია.

3. ინვენტარიზაციას ექვემდებარება:

ა) ის სმფ-
ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყოფება მის ტერიტორიაზე;

ბ) ის სმფ-ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულია შესანახად, იჯარით სარგებლობისათვის, გადასამუშავებლად ან სხვა დანიშნულებით;

გ) ის სმფ
-ები, რომელიც აღრიცხულია შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა გადასახადის გადამხდელთან გადასამუშავებლად ან/და საწყობებში შესანახად გადაცემული სმფ
-ები.

4. გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცედურა განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად.

5. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, მის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები ან/და ბუღალტრული დოკუმენტებ