1. ავტოგასამართ სადგურებში (შემდგომში – აგს) მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით.

2. აგს-ებში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.

3. აგს-ების მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველების მექანიზმების მეტროლოგიურ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. აგს-ებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება იმ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც განთავსებულია აგს.

5. საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ებში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის მისაწოდებლად.

6. საგადასახადო ორგანოებში ლუქების გაცემასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები განისაზღვრება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რისთვისაც რეგიონულ ცენტრებში უნდა გაიხსნას შესაბამისი ჟურნალები ელექტრონული ვერსიით ან ქაღალდური სახით.

7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აგს-ებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადებამდე/ახსნამდე არა უგვიანეს 1 საათისა განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს და აცნობოს ლუქის დადების/ახსნის ზუსტი დრო.

8. აგს-ებში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადების/ახსნის დროს გადასახადის გადამხდელის მიერ ფორმდება დანართი №14-ის შესაბამისი აქტი, რომლის შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს ლუქის დადების/ახსნის მიზეზები(გეგმიური, მექანიზმების დაზიანება, ლუქების დაზიანება და სხვ.).

9. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აქტის ერთი ეგზემპლარი, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს აქტის შედგენიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. მარიგებელი სვეტის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება მოითხოვს მადოზირებელ ან/და მრიცხველი მექანიზმებზე საგადასახადო და მეტროლოგიური დამოწმების ორგანოების მიერ დადებული ლუქის მოხსნას (მ.შ. მათი შეკეთების ან შეცვლის მიზნით) ან იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელმა აღმოაჩინა ლუქის დაზიანების ფაქტი, იგი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საწვავის მიწოდება, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ლუქის გამცემ საგადასახადო ორგანოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც იგი ხსნის ლუქებს და გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შემდგეგ ამ მუხლით დადგენილი წესით ახდენს მექანიზმების ხელახალ დალუქვას.

10. აგს-ებში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა სავალდებულოა ბოლო დალუქვიდან 1 წლის გასვლის შემდეგ.

დანართი №14

აქტი №

ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელ და მრიცხველ

მექანიზმებზე ლუქის დადების/ახსნის შესახებ

––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––

(რიცხვი, თვე, წელი)
(საათი, წუთი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--––--–––––

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ლუქის დადების/ახსნის განმახორციელებელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ გაცემული ლუქებით განვახორციელე

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მდებარე ავტოგასამართ სადგურში

(ავტოგასამართი სადგურის მისამართი, ობიექტის შვიდნიშნა კოდი)

მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის –––––––––––– , შემდეგი პირების თანდასწრებით:

(დადება/ახსნა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

დადებული /ახსნილი ლუქების რაოდენობა:

ა) მრიცხველზე: --------------------------------------------------------------------------------

ბ) მადოზირებელ მექანიზმზე ----–-----------------------------------------------------

დადებული /ახსნილი ლუქების ნომრები:

ა) მრიცხველზე: ----------------------------------------------------------------------------------

ბ) მადოზირებელ მექანიზმზე -------------------------------------------------------------

მარიგებელი სვეტის მრიცხველის ჩვენება (ლუქის დადების/ახსნის დროს) ---------------------------

აქტი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:

გადასახადის გადამხდელი:
––––––––––––––

(ხელმოწერა)

დამსწრეები:
––––––––––––––

(ხელმოწერა)

––––––––––––––

(ხელმოწერა)

შენიშვნა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თავი VI

დათვალიერე