1. სსა
-ები ტექნიკურ
-ფუნქციონალური შესაძლებლობათა მიხედვით კლასიფიცირდება ორ ჯგუფად
:
ა
) ავტონომიური სსა
-ები
, რომლებსაც გააჩნიათ ყველა ის ტექნიკური მოწყობილობა
(პრინტერი
, შეტანა
-გამოტანის მოწყობილობები
, ინდიკატორი
, პროცესორი და ა
.შ
.), რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ მუშაობა დამოუკიდებელ რეჟიმში
;
ბ
) სისტემური სსა
-ები
, რომელთა ფუნქციონირება ხდება მხოლოდ პროგრამულ
-ტექნიკურ კომპლექსში შემავალი სალარო
-კომპიუტერულ სისტემაში ჩართული სხვა ელექტრული ხელსაწყოების მეშვეობით
.
2. სსა
-ის კონკრეტული მოდელისათვის გამოყენების სფეროს განსაზღვრა ხდება რეესტრში შეტანის დროს სსა
-ის ტექნიკურ
-ფუნქციონალური შესაძლებლობების თაობაზე არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით
.
3. რეესტრში შესატანი სსა
-ის მოდელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეს
:
ა
) პროგრამული პაროლი საგადასახადო ორგანოსათვის და გადასახადის გადამხდელისათვის ან
/და მარკირებული გასაღები
, ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა
, მოლარის ინდიკატორი
, გამყიდველის და მყიდველის ინდიკატორი
, ფულის უჯრა
(მყიდველის ინდიკატორის და ფულის უჯრასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება პორტატიული სსა
-ების მიმართ
);
ბ
) ფისკალური მეხსიერება
, რომელშიც აპარატი უზრუნველყოფს ყოველდღიური ანგარიშების ფიქსირებას და მათ შენახვას არანაკლებ
6 წლის განმავლობაში
;
გ
) ავტომატური ბლოკირება
, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან დღიური ანგარიში
;
დ
) ავტომატური ბლოკირება
, ჩეკის ან საკონტროლო ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში
;
ე
) ავტომატური ბლოკირება იმ შემთხვევაში
, თუ მოლარე არასწორად ახორციელებს ოპერაციებს
;
ვ
) ავტომატური ბლოკირება სსა
-ის გაუმართაობის
, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული დაშვების შემთხვევაში
;
ზ
) ავტონომიური კვების ბლოკი
, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს სსა
-ის
24-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს
(მხოლოდ პორტატიულ სსა
-ების მოდელებზე
);
თ
) სავაჭრო
(მომსახურების
) ოპერაციების ძირითადი პარამეტრებისა და მუშაობის პირობების დაპროგრამირების საშუალება
;
ი
) ნიშანდება
– სსა
-ის დასახელების
, საქარხნო ნომრის
, გამოშვების თარიღის
, მწარმოებლის საფირმო ნიშნის ჩვენებით
;
კ
) პროგრამული უზრუნველყოფა
, რომელიც ჩაწერილია პროცესორში
, ჩაწერილი უნდა იყოს დაცვის ბიტის გარეშე
;
ლ
) შესაძლებლობა
, განახორციელოს სიტყვიერი ან
/და ციფრული ჩანაწერები ჩეკებსა და საკონტროლო ლენტებზე
. აგრეთვე
, შესაძლებლობა გამოიტანოს ციფრული ან
/და სიტყვიერი ჩანაწერები
, როგორც მოლარის
, ასევე მყიდველის ინდიკატორზე
(გარდა პორტატიული სსა
-ებისა
);
მ
) შესაძლებლობა
, განახორციელოს ჩეკზე გადამხდელის და მისი ობიექტის დასახელების
, საიდენტიფიკაციო ნომრის
, მისამართის
, სსა
-ის საქარხნო
, ჩეკის ნომრის
, საქონლის
(მომსახურების
) რეალიზაციის ოპერაციების მონაცემების
, ნაღდი ფულის მიღების თარიღის
, დროის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა და სხვა დამატებითი ინფორმაციის ასახვა
;
ნ
) ქართულენოვანი ტექსტი
, რომელიც გულისხმობის ჩეკზე სიყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობას
;
ო
) ჩეკზე ფისკალურ რეჟიმში სსა
-ის მუშაობის ამსახველი სპეციალური სიმბოლო
.
4. მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები
:
ა
) პირის დასახელება
;
ბ
) საიდენტიფიკაციო
/პირადი ნომერი
;
გ
) სსა
-ის საქარხნო ნომერი
;
დ
) ჩეკის ნომერი
;
ე
) გადახდილი თანხის ოდენობა
, თარიღი და დრო
;
ვ
) სსა
-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი
.
5. ჩეკზე
, გადამხდელის სურვილისამებრ
, შესაძლებელია ასახულ იქნეს სხვა დამატებითი მონაცემებიც
.
6. რეესტრში შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს სსა
-ის ისეთი მოდელი
, რომლის მინიმალური ტექნიკური და ფუნქციონალური მოთხოვნები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს და გააჩნია
:
ა
) მეორე თაობის
GPRS შიდა მოდემი ცენტრალურ სერვერთან მონაცემების გადაცემისათვის
, შესაძლებელია ქსელური მოდული იყოს ჩასაყენებელი
(pluggable) და კლიენტის სურვილისამებრ
GPRS გარდა შეეძლოს სხვა ტიპის კავშირის უზრუნველყოფაც _ მაგალითად
Ethernet, wifi და ა
.შ
.
ბ) პროგრამული პაროლი საგადასახადო ორგანოსათვის და გადასახადის გადამხდელისათვის ან/და მარკირებული გასაღები ან სხვა ინდივიდუალური აუტენთიფიკაციის საშუალება;
გ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა;
დ) შესაძლებლობა, განახორციელოს ტექსტური და ციფრული ჩანაწერები ჩეკებსა და საკონტროლო ლენტებზე;
ე) დაპროგრამების შესაძლებლობა, რათა განახორციელოს ჩეკზე ობიექტის დასახელების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სსა-ის საქარხნო ნომრის, ჩეკის ნომრის, ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების) ოპერაციების მონაცემების, ნაღდი ფულის მიღების თარიღის, დროის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა, ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშნის და სხვა დამატებითი ინფორმაციის ასახვა;
ვ) შესაძლებლობა, რომ სსა-ის მიერ ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, სსა-ის ფისკალიზაციის დროს ნომერი უნდა დაყენდეს ერთზე, რის მერე ყველა ოპერაციაზე უნდა იზრდებოდეს ერთით. ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი. ჩეკის ბოლო ქვითრის ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას;
ზ) ჩეკის უნიკალური ნიშნით (2D ბარცოდე ან სხვა) ნიშანდების შესაძლებლობა, ისე რომ შესაძლებელი იყოს ჩეკის მობილური ტერმინალით ვარგისიანობაზე შემოწმება და ჩეკის შესახებ დეტალური ინფორმაციის აღდგენა/გაშიფრვა. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ჩეკის რიგითი ნომერი, ოპერაციის ჩატარების თარიღი და დრო, სსა-ის საიდენტიფიკაციო ნომერი, თანხა თეთრებში, აპარატის სტატუსი, ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობა;
თ) ჩეკის დეტალური ინფორმაციის შიფრაციის/ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებისა და დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა ფისკალურ მეხსიერებაში არანაკლებ 1 თვის პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების გადაცემა ცენტრალურ სერვერზე ვერ მოხერდა რაიმე მიზეზის გამო, ინფორმაცია ფისკალური მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს;
ი) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ფისკალური მონაცემების შიფრაციის/ელექტრონული ხელმოწერის და დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ინფორმაციის შენახვის განუხორციელებლობის შემთხვევაში;
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სერვერიდან მიღებული მოთხოვნის შესაბამისად ან/და წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, GSM/GPRS-ით ქსელური მოდული მეშვეობით (თითოეული ჩეკის და პერიოდის ჯამური ინფორმაციის) ინფორმაციის დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ტექსტური ფაილის სახით სერვერზე გადაგზავნის მექანიზმი;
ლ) სალარო აპარატში ჩამონტაჟებულ მეხსიერებაზე მონაცემების პარალელურად შენახვის შესაძლებლობა, ამავე მეხსიერებაზე უნდა ინახებოდეს ელექტრონული ჟურნალი. ყველა ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ფორმატით;
მ) სიმეტრიული ან ასიმეტრიული დაშიფრვა/ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობა (იგივე გასაღები როგორც სსა-ს მხარეს, ასევე სერვერის მხარეს), დაშიფვრის/ელექტრონული ხელმოწერის ალგორითმი უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირებული სტანდარტული ალგორითმი, რომლის კრიპტომედეგობა ეჭვს არ გამოიწვევს სსა-ის მუშაობის მთელ პერიოდში და შეესაბამებოდეს AES ალგორითმს;
ნ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან დღიური ანგარიში;
ო) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ან საკონტროლო ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში;
პ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა აპარატის გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული დაშვების შემთხვევაში;
ჟ) ნიშანდება: აპარატის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის მწარმოებლის საფირმო ნიშნის ჩვენებით;
7. სსა უნდა იყოს ქართულენოვანი, რაც გულისხმობის ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობას.
8. სსა აღჭურვილი უნდა კლავიატურით ქართულ ენაზე. ნიშნების ადგილმდებარეობა კლავიატურაზე უნდა იქნეს დადგენილი დამკვეთის მოთხოვნით;
9. სალარო აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს არასანქცირებული გახსნის საწინაამღდეგო მექანიზმით ან მექანიზმებით;
10. დამატებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სსა-ის უნდა გააჩნდეს შემდეგი მექანიზმები:
ა) პრინტერისტიპი: თერმული, მინიმუმ 58 მმ თერმულ ქაღალდზე ბეჭდვა, ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის სისტემით;
ბ) პრინტერის სიჩქარე: არანაკლებ 15 ხაზი/წმ.
11. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პორტატიული სსა-ის მოდელი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეს:
ა) შესაძლებლობა, გამოიტანოს ციფრული და/ან სიტყვიერი ჩანაწერები მოლარის ინდიკატორზე, დისპლეიზე;
ბ) ავტონომიური კვების ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს.
12. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ავტონომიური სსა-ის მოდელი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეს:
ა) შესაძლებლობა, გამოიტანოს ციფრული და/ან სიტყვიერი ჩანაწერები როგორც მოლარის, ასევე მყიდველის ინდიკატორზე, დისპლეიზე;
ბ) გააჩნდეს ფულის უჯრის მიერთების საშუალება.
13. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სისტემური სსა-ის მოდელი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეს:
ა) სალარო-კომპიუტერული სისტემების პროგრამულ-ტექნიკურ კომპლექსთან ქსელური კავშირის და ფუნქციონირების შესაძლებლობა;
ბ) შესაძლებლობა განახორციელოს მომხმარებლის ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემებიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მაგ.: რესტორნის მენიუ, გაყიდული საქონლის რეესტრი და სხვა) ამობეჭდვა, დაშიფრული სახით შენახვა და ცენტრალურ სერვერზე გადმოცემა