1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ამ კარით დადგენილი წესით განახორციელონ სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
2. მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის სისტემატურად განხორციელების მიზნით.
3. სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფაქტების გამოვლენის მიზნით:
ა) სსა-ის რეგისტრაციის წესების დარღვევის;
ბ) სსა-ის გამოუყენებლობის და გამოყენების წესების დარღვევის;
გ) ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების;
დ) სსა-ის დაკარგვის;
ე) ჩგდ-ის გამოყენების წესების დარღვევის;
ვ) სსა-ის ექსპლუატაციის წესების დარღვევის;
ზ) ამ კარით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევის.
4. სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის სისტემატურად განხორციელების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს სსა-ის:
ა.ა) არსებობა;
ა.ბ) სარეგისტრაციო ბარათი და მისი მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან შესაბამისობა;
ა.გ) ტექნიკური გამართულობა;
ბ) სსა-დან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ.
5. საგადასახადო შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვს:
ა) სსა-დან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინოს ამ თანხების პირის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და სსა-ის მაჩვენებლები შეუდაროს სალაროში არსებულ ნაღდ ფულს;
გ) შესთავაზოს პირს წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ;
დ) მოახდინოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა პირის ან მისი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.
6. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას სსა-ის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაფიქსირდა სსა-ის გამოუყენებლობის ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთი და იგივე ობიექტში სისტემატურად.
7. სსა-ის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშ