1. პირებმა, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენონ ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები (შემდგომში – ჩგდ).

2. ჩგდ-ის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ საქონლის/მომსახურების მიწოდების საფასურის ანაზღაურების ადგილს წარმოადგენდეს მომხმარებლის ერთი და იგივე ტერიტორია.

3. თუ მიმწოდებელი თავისუფლდება სსა-ის გამოყენებისაგან, იგი თავისუფლდება ასევე ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისაგან.

4. ჩგდ წარმოადგენს ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ები უნდა აისახოს შესაბამის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში.

5. ჩგდ-დ ჩაითვლება, მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას:

ა) ჩგდ-ს ბლანკი შეიცავს შემდეგი რეკვიზიტების ამსახველ გრაფებს:

ა.ა) დოკუმენტის ნომრის (სადაც ტიპოგრაფიული წესით ჩაბეჭდილია დოკუმენტისათვის განკუთვნილი ნომერი);

ა.ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღის;

ა.გ) გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების (სადაც ტიპოგრაფიული წესით ჩაბეჭდილია საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების გამწევის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, მისი იურიდიული მისამართი და საქონტაქტო ტელეფონები);

ა.დ) მიწოდებული საქონლის/მომსახურების შინაარსისა და ღირებულების;

ა.ე) საქონლის/მომსახურების მიმღები პირის (დასახელება/სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი);

ა.ვ) საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი პირის ხელმოწერის;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩგდ-ის ბლანკის ნიმუში უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში.

გ) მომხმარებელზე ჩგდ-ს გაცემისას შევსებული უნდა იყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნტში მითითებული ყველა გრაფა.

6. დასაშვებია ჩგდ მოიცავდეს გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო სხვა დამატებით გრაფებსაც.

7. ჩგდ შეიძლება იყოს, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეგზემპლარების ფორმით (რომლის მინიმუმ ერთი პირი გადაეცემა მომხმარებელს), ასევე ერთი ფურცლის ფორმით, რომლის მოსახევი ნაწილი გადაეცემა მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლით ჩგდ-ის ბლანკისათვის დადგენილი რეკვიზიტები უნდა იყოს განთავსებული როგორც გადამხდელთან, ასევე მომხმარებელთან დასატოვებელ ბლანკის ნაწილზე.

8. ჩგდ-ზე არ ვრცელდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

9. ჩგდ-ის წარმოება გულისხმობს ჩგდ-ების მიმოქცევასთან დაკავშირებული პროცესების აღრიცხვას და იგი მოიცავს:

ა) ტიპოგრაფიულ ან შესაბამისი საწარმოს მიერ ჩგდ-ის დაბეჭდვის/მოწოდების თაობაზე გაცემულ შესაბამის დოკუმენტებს, სადაც ასახული იქნება ჩგდ-ის რაოდენობა მათი ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით;

ბ) პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას, რომელიც კონტროლს გაუწევს ჩგდ-ების მიღებასთან, თანამშრომლებზე მათ გაცემასთან/დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესების (გაცემის თარიღი, რაოდენობა, ნუმერაციის დიაპაზონი) და შევსებული ჩგდ-ების აღრიცხვას;

გ) გადამხდელის მიერ იმ თანამშრომლების განსაზღვრას, რომლებსაც ექნებათ ჩგდ-ების გაცემის უფლებამოსილება.

10. პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის რეგისტრაციის მიზნით წერილობითი განცხადებით ან ელექტრონული შეტყობინებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით (დანართი №11). ამასთან, ელექტრონული შეტყობინებით მიმართვის შემთხვევაში პირის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერის ნაცვლად ჩაიწერება მისი სახელი და გვარი.

11. საგადასახადო ორგანოში წარდგენილ წერილობით განცხადებაში ან ელექტრონულ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ბ) პირის იურიდიული მისამართი;

გ) მითითება, რომ იგი აპირებს განახორციელოს საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის მეშვეობით;

დ) დასარეგისტრირებელი დოკუმენტის რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი) და მათი გახარჯვის სავარაუდო პერიოდი.

12. წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს ჩგდ-ის ნიმუშის ასლი და ტიპოგრაფიული ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჩგდ-ების მოწოდების თაობაზე (შესაბამისი რაოდენობის და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით) გაცემული დოკუმენტის ასლი, ხოლო ელექტრონულ შეტყობინებას აღნიშნული დოკუმენტების ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატის სახით).

13. საგადასახადო ორგანო:

ა) წერილობითი განცხადების ან ელექტრონული შეტყობინების და ჩგდ-ის ნიმუშის ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, წერილობით განცხადებას ან ელექტრონულ შეტყობინებას და ჩგდ-ის სარეგისტრაციო მონაცემებს (დანართი №12) ატარებს მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში. აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზიდან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველწლიურად (არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა) უნდა იქნეს ამობეჭდილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბეჭდით, შემდგომში არქივში შენახვის მიზნით;

ბ) წერილობითი განცხადების ან ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი განმცხადებელზე გასცემს ცნობას ან უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას ჩგდ-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ (დანართი №13). საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ასევე, ელექტრონულ შეტყობინება წარმოადგენს ჩგდ-ების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დამადასტურებელ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ჩგდ არ რეგისტრირდება და გადასახადის გადამხდელს 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ან ელექტრონული შეტყობინებით აცნობებს შესაბამისი ხარვეზის თაობაზე, რომლის გამოსწორების გარეშე არ მოხდება ჩგდ-ების რეგისტრაცია საგადასახადო ორგანოში.

დანართი #11

(
პირის
(
საქონლის

მიმწოდებლის
/
მომსახურების

გამწევის
)
დასახელება
/
სახელი
,გვარი
,საიდენტიფიკაციო
/
პირადი

ნომერი

და

იურიდიული

მისამართი
)

(
განმცხადებლის

სახელი

და

გვარი
,პირადი

ნომერი
)

(
საკონტაქტო

ტელეფონის

ნომერი
)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ვაპირებთ მოვახდინოთ საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში/ორგანიზაციებში/საწარმოებში) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მეშვებით.

გთხოვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოთ საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია –––––––––––––– ცალის ოდენობით,რომელთა სავარაუდო გახარჯვის პერიოდია –––––––––––––––– ჩეკთა გათანაბრებული დოკუმენტების სერია/ნომერი –––––––––– დან –––––––––– მდე.

(ხელმოწერა, თარიღი)

განმცხადებელი:

განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ნიმუშის ასლი;

2. ტიპოგრაფიული ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჩგდ-ების მიწოდების თაობაზე (შესაბამისი რაოდენობისა და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით) გაცემული დოკუმენტის ასლი.

დანართი №12

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების სარეგისტრაციო მონაცემები

რიგითი №

პირის დასახელება/სახელი და გვარი

საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი

მისამართი

განცხადების მიღების თარიღი

განცხადების ნომერი

ცნობის გაცემის თარიღი

ცნობის გაცემის ნომერი

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების დიაპაზონის საწყისი ნომერი

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების დიაპაზონის ბოლო ნომერი

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების გახარჯვის სავარაუდო პერიოდი

შესაბამისი საგადასახადო ორგანოს დასახელება

რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

დანართი #13

ჩეკთან

გათანაბრებული

დოკუმენტების

საგადასახადო

ორგანოში

რეგისტრაციის

შესახებ

ც

ნ

ო

ბ

ა
#

(
საგადასახადო

ორგანოს

დასახელება
)

(
პირის

დასახელება
/
სახელი

და

გვარი
,საიდენტიფიკაციო
/
პირადი

ნომერი
)

(
იურიდიული

მისამართი
)

ცნობა

გაიცა

მასზე
,რომ

მან

კანონმდებლობით

დადგენილი

წესით

მოახდინა

საკონტროლო
-
სალარო

აპარატის

ჩეკთან

გათანაბრებული

დოკუმენტების

რეგისტრაცია
.

დარეგისტრირებული

დოკუმენტების

რაოდენობა
(
ნომრების

დიაპაზონი
)
შეადგენს

დან

მდე
.

(
რეგისტრაციაზე

პასუხისმგებელი

პირის

ხელმოწერა
)

20
წ
.

(
რიცხვი
,თვე
,წელი
)

ბ
.
ა