1. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა
, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას
(შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს
, ხოლო გადახდილი ფული
– მყიდველს
).
2. ოპერაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის
(საქონლის მყიდველის
) მიერ და ფორმდება საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე
, ამავე ოქმის შესაბამის გრაფებში სათანადო ჩანაწერების დაფიქსირებით
. აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელისთვის წარმოადგენს ოპერაციის გაუქმების საფუძველს
.
3. ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში გაუქმებულ ოპერაციაზე გადახდილი ფულის დაბრუნება ხორციელდება ოპერაციის განხორციელების ადგილზევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის
, რომელმაც განახორციელა საქონლის საკონტროლო შესყიდვა
.
4. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით
, დადგენილი წესის შესაბამისად
.
5. საქონლის გაყიდვაზე გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტაცია
(საგადასახადო ანგარიშ
-ფაქტურა
, სასაქონლო ზედნადები
, საკონტროლო
-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკი და სხვა
) ოპერაციის გაუქმებისა და თანხის უკან დაბრუნების შემდეგ უქმდება
/კორექტირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით
.
6. ოპერაცია გაუქმებას არ ექვემდებარება
:
ა
) მომსახურების საკონტროლო შესყიდვის შემთხვევაში
;
ბ
) იმ საქონელზე
, რომელიც არ უბრუნდება გამყიდველს
.
7. ოპერაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს შესყიდული საქონლის სახეობა და მისი გადაცემის ფორმა რამდენად იძლევა მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობას
(მაგ
., ავტომანქანის ავზის საწვავით გამართვის
, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისას ახალი დეტალის დამონტაჟებისა და მისი საწვავ
-საპოხი მასალებით გამართვისას
, კვების ობიექტებში _ შეძენილი საკვების
(კერძის
) მიღების და სხვა შემთხვევებში
).
8. ამ მუხლით გათვალისწინებით ოპერაციის გაუქმებაზე და შესყიდული საქონლის უკან დაბრუნებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით
მუხლი 14. ოპერაციის გაუქმება
თავი IV — საკონტროლო შესყიდვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ქრონომეტრაჟის ჩატარება
- მუხლი 9. ოქმი „ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ”
- მუხლი 10. საკონტროლო შესყიდვის ჩატარების მიზანი
- მუხლი 11. საკონტროლო შესყიდვის განხორციელების უზრუნველყოფა
- მუხლი 12. საკონტროლო შესყიდვის პროცედურა
- მუხლი 13. ოქმი „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ”
- მუხლი 15. საკონტროლო შესყიდვის შედეგების შეჯამება
- მუხლი 16. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება
- მუხლი 17. სსა-ების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები
- მუხლი 18. სსა-ების რეესტრი
- მუხლი 19. სსა-ების რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 14, №994, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016105 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1167835/muxli-14/