1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ქრონომეტრაჟის განხორციელებამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქრონომეტრაჟის ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისგან ცნობის სახით მიიღოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ადგილების მდებარეობის, ფართის მფლობელის, აგრეთვე საკონტროლო-სალარო აპარატების, მრიცხველების ან სხვა ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებისათვის.

2. ქრონომეტრაჟის ჩატარების დღეებს შორის ინტერვალს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო.

3. საგადასახადო საგუშაგოს შემოღება ხდება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.

4. საჭიროების შემთხვევაში, ქრონომეტრაჟის მიმდინარეობის პერიოდში, ობიექტის სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ობიექტის არასამუშაო დროს საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დალუქოს ქრონომეტრაჟის ჩატარების ობიექტი ან/და ობიექტზე არსებული სათავსოებ