1. კონტროლის განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი მასალები პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა წარედგინება საგადასახადო ორგანოს უფროსს/მოადგილეს და დადგენილი წესით ინახება საგადასახადო ორგანოში.
2. განხორციელებული კონტროლის პროცედურებით დაფიქსირებული ინფორმაცია, პროცედურების დასრულების შემდეგ შეიტანება კონტროლის პროცედურების კომპიუტერულ ბაზაში.