1. ამ წესით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების
ინვენტარიზაციის, ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების) პროცედურები.
2. პირის საქმიანობაზე
მიმდინარე კონტროლი ხორციელდება ამ პირის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
3. კონტროლის განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, პირს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კონტროლის განხორციელების პროცესში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების და მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურ