1. საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას შესაძლებელია პროცედურის განხორციელება შეწყდეს შეთავაზებით, თუ ამ ეტაპზე საქონლის/მომსახურების ფასი დადგენილია ან/და მოპოვებულია შესაბამისი მტკიცებულებები.

2. საკონტროლო შესყიდვა შეიძლება დასრულდეს შეთავაზებით, თუ:

ა) მიღებულია ბე (ავანსი);

ბ) გამოწერილია ანგარიში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები;

გ) გაფორმებულია ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი საქონლის განვადებით, ნასყიდობით ან სხვა სახით გასხვისების შესახებ;

დ) პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით განხორციელდა სხვა პირისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდება (ფასის დაფიქსირებით) და შესაძლებელია ამ ფაქტზე ოქმის შედგენა სათანადო ფორმით.

3
. საკონტროლო შესყიდვა ხორციელდება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის მოცულობის ფარგლებში.

4
. თუ პროცედურის ჩატარებისას გამოირკვევა, რომ საკონტროლო შესყიდვისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხა არ არის საკმარისი საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს შეუძლია:

ა) შეწყვიტოს პროცედურა;

ბ) დაასრულოს პროცედურა შეთავაზებით;

გ) საკუთარი სახსრებით შეავსოს თანხის დანაკლისი და დაასრულოს ოპერაცია.

5
. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (ფსევდომომხმარებლის) მიერ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული საქონლის დაბრუნებაზე გამყიდველის მხრიდან უარის თქმის საფუძველი, როგორიც შეიძლება იყოს: შეფუთვის დაზიანება, საქონლის სარეალიზაციო სახის შეცვლა, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან გამოტანა.

6
. საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შეკვეთის (ადგილზე მიტანის, გამოძახების) ფორმით.

7
. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფლებმოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახე