1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ:

ა) საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა;

ბ) საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის მიზნით საქონლის რეალური სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის აუცილებლობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა(მათ შორის: მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა; საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენა; საგადასახადო ორგანოში გადასახდის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის დადგენა და სხვ.).

2. საკონტროლო შესყიდვისას გადახდის საშუალებად გამოიყენება ეროვნული ვალუტა. იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური შემოსავლების დადგენასთან ერთად, საკონტროლო შესყიდვის მიზანია სამართალდარღვევის (საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის) გამოვლენა დაშვებულია უცხოური ვალუტის გამოყენება.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარ უნდა განისაზღვროს საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთვის სავარაუდოდ საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა და მისი დაფინანსების წყარ