1. ადგილზე შემოწმების ჯგუფს უფლება აქვს დალუქოს შესამოწმებელი ფართი სრულად ან ნაწილობრივ, ასევე საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა, იმ ხანგრძლივობითა და მოცულობით, რაც აუცილებელია ადგილზე შემოწმების მიზნებისთვის.
2. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვა შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პერიოდის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს 72 საათისა.
3. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრები. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ლუქის მთლიანობა, იმ დრომდე, ვიდრე თავად ადგილზე შემოწმების ჯგუფი არ ახსნის მას. ლუქის ახსნის დროს დგება ოქმი, სადაც ფიქსირდება ლუქის მდგომარეობ