1. ბაზრის კვლევის პროცესში წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით იქმნება ადგილზე შემოწმების ჯგუფი/ჯგუფები არანაკლებ 3 წევრის მონაწილეობით და ინიშნება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
2. ადგილზე შემოწმების ჯგუფის შემადგენლობაში კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად შესაძლოა ასევე შედიოდნენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოწვეული პირები.
3. ადგილზე შემოწმება ხორციელდება სამუშაო საათებში. საჭიროების შემთხვევაში, შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არასამუშაო დროსაც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.
4. შესაძლებელია განხორციელდეს იმ საწარმოს ადგილზე შემოწმება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, თუმცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მასთან ინახება შესაბამისი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები.
5. ადგილზე შემოწმება მოიცავს:
ა) საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე შესვლას.
ბ) საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გაკეთებას;
დ) ადგილზე ზეპირი ახსნა-განმარტებების მიღება