1. ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ წესებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა;

ბ) იმავე საფუძვლით და იმავე საწარმოს მიმართ ბაზრის კვლევის შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა, იმ პირობით, რომ სახეზე არ არის არსებითი ხასიათის ახლად აღმოჩენილი გარემოება;

გ) იმავე საფუძვლით და იმავე საწარმოს მიმართ ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა, იმ პირობით, რომ არ არსებობს არსებითი ხასიათის ახლად აღმოჩენილი გარემოება;

დ) იმავე დავის საგანზე სამართალწარმოების მიმდინარეობა ან იმავე დავის საგანზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ან სხვა გადაწყვეტილების არსებობა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

2.კომისიის გადაწყვეტილება ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ საჭიროებს სათანადოდ დასაბუთება