1. ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით კომისიის აპარატის თანამშრომელთაგან იქმნება სამუშაო ჯგუფი არანაკლებ 3 წევრის მონაწილეობით და ინიშნება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
2. ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის წევრი შეიძლება აცილებულ იქნეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.
3. დაუშვებელია აცილების მოთხოვნა ერთი და იგივე პირის მიერ, ერთსა და იმავე პირის მიმართ, ერთი და იგივე საფუძვლით, გარდა ახლადგამოვლენილი გარემოებების არსებობისა, რომელსაც უნდა ასაბუთებდეს აცილების ინიციატორ