1. ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ მოთხოვნის/განცხადების პირველადი შესწავლა გულისხმობს კომისიის მიერ მოთხოვნის/განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით მასში მოცემული ფაქტების, გარემოებების და არგუმენტების წინასწარ შეფასებას. ასევე, მოთხოვნასთან/განცხადებასთან დაკავშირებული სხვა ისეთი ინფორმაციის მოძიებას და პირველად დამუშავებას, რომელიც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ბაზრის კვლევის დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებას.

2. მოთხოვნის/განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით, შესაძლოა, მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარდგენა და ამისათვის განისაზღვროს გონივრული ვადა.

3. ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ მოთხოვნის/განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში კომისია განსაზღვრავს შესაბამის საწარმოს/მოპასუხეს, აცნობებს მას მოთხოვნის/განცხადების შესახებ და აძლევს გონივრულ ვადას მტიცებულებების/მოსაზრებების წარმოსადგენად.

4. კომისია ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ მოთხოვნის/განცხადების პირველად შესწავლას ახორციელებს მოთხოვნის/განცხადების მიღებიდან არაუმეტეს 5 თვის ვადაში, რომელიც, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.

5. პირველადი შესწავლა სრულდება ბაზრის კვლევის დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილები