1. ბაზრის მონაწილეთა განსაზღვრისას ხდება საწარმოთა და მომხმარებელთა ჯგუფების დადგენა, საწარმოების მიერ კომისიასთან განხორციელებულ ანგარიშგებაზე და კომისიაში არსებულ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვებით, ბაზარზე დაკვირვებითა და სხვა საშუალებებით.

2. შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა საბაზრო წილი გაიანგარიშება პროცენტებში, შესაბამის ბაზარზე საწარმოს მიერ მიწოდებული და რეალიზებული პროდუქტის/მომსახურების რაოდენობის/ღირებულების შესაბამისი ბაზრის ზომასთან მიმართებით.

3. ბაზრის კვლევის დროს შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა საბაზრო წილი გამოითვლება ბაზრის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით, პოტენციური კონკურენტი საწარმოების გათვალისწინების გარეშ