1. შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონე წარმოადგენს ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომელიც აფასებს საწარმოების წილების ურთიერთთანაფარდობასა და მათი გადანაწილების სიმჭიდროვეს ბაზარზე.

2. შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონის გამოსათვლელად გამოიყენება ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ინდექსი.

3. ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ბაზარზე კონცენტრაციის შემდეგი დონეების განსაზღვრა:

ა) ბაზარი ნაკლებად კონცენტრირებულია, თუ HHI ინდექსის მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს;

ბ) ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, თუ HHI ინდექსის მნიშვნელობა მოქცეულია 1000-დან და 2000-მდე საზღვრებში;

გ) ბაზარი მაღალკონცენტრირებულია, თუ HHI ინდექსის მნიშვნელობა აღემატება 2000-ს.

4. შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონის შესაფასებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს პრაქტიკაში დამკვიდრებული სხვა ინდექსები/მაჩვენებლებ