1. საბაზრო წილების შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს იწვევს თუ არა კონცენტრაცია დომინანტური პოზიციის გაძლიერებას ან/და წარმოქმნას, კერძოდ, თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციის მხარე საწინააღმდეგოს დაასაბუთებს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარე ეროვნულ ბანკს დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.
3. თუ კონცენტრაციის შედეგად საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, თუ კონცენტრაცია არ მოიცავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისაწილის გამოთვლისას ეროვნული ბანკი ეყრდნობა ეკონომიკურ აგენტთა ბაზარზე არსებულ მიმდინარე წილებს, თუმცა კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით შესაძლოა, გონივრულობის ფარგლებში, განახორციელოს არსებული წილების კორექტირება, მოსალოდნელი სამომავლო ცვლილებების შესაბამისად. კონცენტრაციის შემდგომი წილის ოდენობა იანგარიშება როგორც კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციამდე არსებული წილების ჯამი.
4. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი არ აღემატება 1250-ს, ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.
5. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი 1250-დან 2250-მდეა და მისი ცვლილება არ აღემატება 250-ს ან ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი მეტია 2250-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:
ა) კონცენტრაციაში მონაწილეობს პოტენციური კონკურენტი, რომელსაც უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი კონკურენტული ძალაუფლება ან მოიპოვებს მნიშვნელოვან კონკურენტულ ძალაუფლებას და სხვა კონკურენტების რაოდენობის გათვალისწინებით, მათი საპასუხო კონკურენტული ძალაუფლება არ იქნება საკმარისი შერწყმული საწარმოს კონკურენტული ძალაუფლების დასაბალანსებლად ან კონცენტრაციაში მონაწილეობს ბაზრის მცირე წილის მქონე ეკონომიკური აგენტი, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე;
ბ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა ინოვაციური პოტენციალი კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემული ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის;
გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე სუბიექტებს შორის ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების ფლობას და ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;
დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი მინიმუმ 50%-ია;
ე) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;
ვ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ კოორდინირებული მოქმედებით არსებითად შეცვალონ/გააუარესონ ბაზრის არსებული სტრუქტურა;
ზ) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის კოორდინირებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;
თ) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.
6. საჭიროებიდან გამომდინარე, ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზისთვის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა საერთაშორისოდ აღიარებული შემფასებლები და საზომები.
7. მაღალი საბაზრო წილები ან/და კონცენტრაციის განხორციელების შედეგად კონცენტრაციის მაღალი დონე თავისთვად არ გულისხმობს, რომ კონცენტრაცია ეფექტიან კონკურენციასთან შეუთავსებელია, აღნიშნული მხოლოდ შეფასების პირველადი ინდიკატორი