1. კონკურენტულ გარემოსთან კონცენტრაციის თავსებადობის შეფასების მიზნით, ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის შედეგად ბაზარზე წარმოქმნილ კონკურენციის პირობებს, იმ პირობებთან მიმართებით, რომლებიც კონცენტრაციის არარსებობის შემთხვევაში იარსებებდა. ცალკეულ შემთხვევებში ეროვნულმა ბანკმა შეფასებისას შესაძლოა, ასევე გაითვალისწინოს ბაზარზე მოსალოდნელი განჭვრეტადი ცვლილებები გონივრულობის ფარგლებში.
2. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, დაუშვებელია.
3. ეროვნული ბანკი იმის დასადგენად, ზღუდავს თუ არა კონცენტრაცია ეფექტიან კონკურენციას, აფასებს ბაზრის შედეგიანობას, როგორც საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს, შემდეგი სახის ინდიკატორების საფუძველზე:
ა) ბაზრის სტრუქტურა, მათ შორის, მონაწილეობს თუ არა ბაზრის მოწინავე საწარმო კონცენტრაციაში და მცირდება თუ არა ბაზარზე მნიშვნელოვან მომწოდებელთა რაოდენობა;
ბ) ფასების სიმცირე, მოგების სიდიდე, მიღებული პროდუქციის ხარისხი, წარმოებისა და გაყიდვის ხარჯების ცვლილება და სხვა მსგავსი მაჩვენებლები;
გ) შერწყმის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტის მიერ ფასების მომგებიანად და ცალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა, ხარისხისა ან მომსახურების გაუარესების და არასაფასო კონკურენციის ფაქტორები, კონცენტრაციამდელ ერთ ან მეტ ბიზნესში ინოვაციური ძალისხმევის შემცირების შესაძლებლობები;
დ) როდესაც არსებობს მხარეებს შორის ადრე არსებული კოორდინაციის ფაქტების მტკიცებულებები, ან კონცენტრაციამდელი კოორდინაციის მცდელობები და კონცენტრაცია არსებითად გააუმჯობესებს კოორდინირების პირობებს და/ან კონცენტრაციის შემდგომ დაკმაყოფილდება ისეთი კოორდინაციის პირობები, რომლებიც არ იყო დაკმაყოფილებული კონცენტრაციამდე;
ე) ტექნიკური პროგრესი და ინოვაცია, იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაცია კონკურენციის ძირითადი ასპექტია და კონცენტრაცია წარმოადგენს საფრთხეს სამომავლო ინოვაციისათვის ან პროდუქტის/მომსახურების განვითარებისათვის.
ვ) არის თუ არა სახეზე კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოებს შორის მჭიდრო კონკურენცია;
ზ) ბაზარზე შევიდოდა ან გაფართოვდებოდა თუ არა კონცენტრაციაში ჩართული რომელიმე მხარე კონცენტრაციის ოპერაციის არსებობის მიუხედავად და გახდებოდა თუ არა ძლიერი კონკურენტი მეორე მხარისთვის, ან ექნებოდა თუ არა ბაზარზე შესვლის ან გაფართოების შესაძლებლობა, რომლითაც საფრთხეს შეუქმნიდა კონკურენტს;
თ) კონცენტრაცია ხელს უშლის ეფექტურ კონკურენციას სხვა ბაზრებსა ან მომსახურებებში, მაშინაც კი თუ ეს ბაზრები ან მომსახურებები, კონცენტრაციის პერიოდში ახლად წარმოქმნილნი არიან;
ი) საბაზრო ძალაუფლება, მათ შორის, რომელიც შეიძლება გამოიხატოს კონცენტრაციის შედეგად სხვა კონკურენტების შეზღუდვით;
კ) სხვა ინდიკატორები, რომელთა გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის ეროვნული ბანკი კონცენტრაციის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინები