1. შესაბამისი კონცენტრაციის მხარეებს უფლება აქვთ, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ეროვნულ ბანკთან გამართონ კონსულტაციები ოფიციალური შეტყობინების წარდგენამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე.
2. წინასწარი კონსულტაციების დროს, ეროვნული ბანკი აფასებს რამდენად ექცევა მისი კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული კონცენტრაცია და იქნება თუ არა პოტენციური შერწყმის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი მის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმო.
3. წინასწარი კონსულტაციების შემდგომ, (ასეთი კონსულტაციის არსებობისას), კონცენტრაციის მხარეებმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინონ წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სრულყოფილად შევსებული ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისი შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების და მათი მახასიათებლების შესახებ, ასევე, ინფორმაციას დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ, კონცენტრაციის დეტალურ აღწერას, დამატებით შენიშვნებს და იმავე დანართით განსაზღვრულ სხვა შესაბამის საკითხებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარის და მათი მაკონტროლებელი პირის/პირების მფლობელობაში არსებული საწარმოების შესახებ;
ბ) კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის მიერ უკანასკნელი ფინანსური წლის განმავლობაში წარმოებული, შეძენილი და რეალიზებული ძირითადი საქონლის/მომსახურების მოცულობა პროდუქტების მიხედვით;
გ) უკანასკნელი ფინანსური წლის მონაცემები კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის ძირითადი მომწოდებლებისა და შემსყიდველების/მომხმარებლების შესახებ.
5. ეროვნული ბანკი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ მუხლის მეორე, მე-3, მე-4 პუნქტებისა და ამ წესის დანართი N2-ით გათვალისწინებულ შეტყობინების ფორმასთან. კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი შეტყობინების რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
6. თუ წარდგენილი შეტყობინება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი შეტყობინების წარმდგენს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
7. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს ეროვნული ბანკი.
8. თუ შეტყობინების წარმდგენი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ.
9. თუ ეროვნულ ბანკს წარედგინა შეტყობინება, რომელიც, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის კომპეტენციას დაქვემდებარებული არ არის, იგი ამ შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტო