1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს იმავე კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრულ ფულად ჯარიმასთან ერთად ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს სხვა სანქცია ან საზედამხედველო ზომა.

3. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის გამოყენება პირს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. ფულადი ჯარიმის  ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის ვადას, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის დაკისრების პარალელურად, ეროვნული ბანკი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვოს კონცენტრაციის გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ:

ა) არსებობს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის თაობაზე;

ბ) ეროვნულმა ბანკმა განიხილა კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაცია და იგი  დაუშვებლად მიიჩნია.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისა