1. ეროვნული ბანკი კონცენტრაციის შეფასებისას კონტრფაქტობრივ ელემენტებს აფასებს, რომლებიც შესაძლოა იყოს:
ა) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ბაზარზე შესვლის ან გაფართოების სცენარი;
ბ) ეკონომიკური აგენტის ბაზრიდან გასვლის სცენარი;
გ) რამდენიმე კონკურენტული სატენდერო წინადადების სცენარი.
2. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სცენარის შეფასებისას შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებს:
ა) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების ბაზარზე შესვლის ან გაფართოების მტკიცებულება, რაც შესაძლოა მოიცავდეს მათი ბაზარზე შესვლის ან გაფართოების განზრახვის პირდაპირ მტკიცებულებას, მათ შორის, მათი კომერციულ სტრატეგია და კონცენტრაციის საფუძველი.
ბ) ბაზარზე შესვლის ან გაფართოების მასშტაბი და ინტენსიურობა;
გ) დინამიკური კონკურენციის დაკარგვა, როდესაც კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ბაზარზე შესვლასა და გაფართოებაში ჩადებული რესურებითა და ინვესტირებით ან აქვთ შესაბამისი საპასუხო რეაქციები პოტენციურ ბაზარზე შემსვლელების მიმართ;
დ) მოსალოდნელია თუ არა მესამე მხარის მიერ ბაზარზე შესვლა ან გაფართოება კონცენტრაციის არსებობის ან არარსებობის პირობებში.
3. ეროვნული ბანკი აფასებს, გავიდოდა თუ არა კონცენტრაციაში მონაწილე რომელიმე ეკონომიკური აგენტი ბაზრიდან კონცენტრაციის არარსებობის პირობებშიც. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ კონცენტრაციაში მონაწილე რომელიმე ეკონომიკური აგენტი ბაზარს კონცენტრაციის არარსებობის პირობებშიც დატოვებდა და არ არსებობდა ალტერნატიული, ნაკლებად ანტიკონკურენტული შემსყიდველი, ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას.
4. კონცენტრაციის რამდენიმე პოტენციური მონაწილის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თითოეულ ტრანზაქციას განიხილავს ინდივიდუალურად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და აფასებს ზღუდავს თუ არა ეფექტურ კონკურენციას თითოეული შემოთავაზებული კონცენტრაცია. აღნიშნული არ გულისხმობს ეროვნული ბანკის მხრიდან პოტენციური ტრანზაქციების შედარებითი ანალიზის განხორციელებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას, ეროვნული ბანკი არ ითვალისწინებს სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენების საკითხ