კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასებას ეროვნული ბანკი შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ახორციელებს:

ა) ჰორიზონტალური კონცენტრაციის შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე ამ წესის მე-20 მუხლის მიხედვით;

ბ) კონტრფაქტობრივი ელემენტები, მათ შორის, კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიერ ბაზარზე შესვლის ან გაფართოების სცენარი, ეკონომიკური აგენტის ბაზრიდან გასვლის სცენარი და კონკურენტული სატენდერო წინადადებების სცენარი ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად;

გ) ჰორიზონტალური კონცენტრაციის შემთხვევაში, კონკურენციის შემზღუდველი ეფექტების წარმოშობის ალბათობა, რომელიც მოიცავს არაკოორდინირებულ და კოორდინირებულ ეფექტებს ამ წესის 22-ე და 23-ე მუხლების შესაბამისად;

დ) არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების ელემენტებს, მათ შორის ვერტიკალური და კონგლომერატული ეფექტების კუთხით ამ წესის 24-ე-26-ე მუხლების შესაბამისად;

ე) მაკომპენსირებელი ფაქტორები, რომლებიც მოიცავს მყიდველის ძალაუფლებას, ბაზარზე შესვლას და/ან გაფართოებას და ეფექტიანობას ამ წესის  28-ე მუხლის შესაბამისად;

ვ) სტურუქტურული და ქცევითი ხასიათის ზომები ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისა